"კამელინი - M1" >>>

კამელინი –M1                                                     

წამლის ფორმა: ამპულები

შემადგენლობა:  „კამელინი- M“  ლიოფილიზატი-0.07 გ, პოლიეთილენგლიკოლი 400 -0,6 გ, საინექციო წყალი- 1,33გ.

სამკურნალო საშუალება „ კამელინი –M1“ მზადდება განსაკუთრებული სახეობის თაფლისაგან. მის შემადგენლობაში შედის  ფუტკრის ცხოველქმედების  ბიოლოგიურად მაღალაქტიური ნივთიერებები:   ალდეჰიდები,  ორგანული მჟავები, ფენოლები, კეტონები.

 

 

აღწერა:  საინექციო ხსნარი, ქარვის ფერი, 2.0 მლ. ამპულებში.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: იმუნომოდულატორი, ანტიოქსიდანტი,ანტიმიკრობული.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:„ კამელინ - M1“–ს გააჩნია  იმუნომოდულატორული აქტივობა. იგი აძლიერებს ჰუმორულ და უჯრედოვან იმუნიტეტს. „კამელინი-M1“-ის ორგანიზმში შეყვანის შედეგად ხდება  iL-1, iL-6  და  iL-12  ციტოკინინებისგამონთავისუფლება. „ კამელინი - M1“იღებს მონაწილეობას უჯრედოვანი იმუნიტეტის განვითარებაში და T-  ლიმფოციტურ რეაქციებში, მათ შორის პერიფერიული ლიმფოციტების მიტოგენეზის გაძლიერებაში,  T– ჰელპერებისა  და  T–ციტოტოქსიური უჯრედების თანაფარდობის გაზრდაში, მაკროფაგების მიერ მიკროორგანიზმების და სიმსივნური უჯრედების საწინააღმდეგო მოქმედების გაძლიერებაში დაTc– უჯრედების შემცირებაში (in vitro და in vivo ექსპერიმენტებში). „კამელინი - M1” ეფექტურია, როგორც ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, ანტიოქსიდანტური საშუალება. ახდენს ანტიპროლიფერაციულ, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს. შემაკავებლად მოქმედებს სიმსივნურ  ზრდაზე (in vitro  ექსპერიმენტებში).  „კამელინი-M1” აქტიურად მონაწილეობს ქსოვილების შეხორცებასა და რეპარაციაში, ხელს უწყობს კოლაგენის ჩალაგებას დაზიანების ადგილას.

დანიშნულება:კამელინის საინექციო ფორმა , გამოიყენება როგორც  იმუნომოდულატორი კომპლექსური თერაპიის დროს ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში: ვირუსული ინფექციების,

ბაქტერიული ინფექციების, სოკოვანი ინფექციების, უროლოგიური დაავადებების (ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი, ქრონიკული ურეტრიტი),  სიმსივნური დაავადებების მკურნალობის დროს ქიმიოთერაპიული საშუალებებით გამოწვეული გვერდითი ეფექტების შემცირების თვალსაზრისით, ოსტეოართრიტის, ხერხემლის ოსტეოქონდროზის, სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების, პოლინეიროპათიების, პოსტოპერაციული პერიოდის, ტრავმების, ტუბერკულოზური პლევრიტის (ემპიემა) და სხვა დაავადებების დროს.

 

მიღების წესი:პრეპარატის  2.0 მლ კეთდება დღეში ორჯერ ინტრამუსკულარულად, დილით და საღამოს. „კამელინი -  M1„ შეგვყავს ღრმად დუნდულო კუნთში ნელი ტემპით, წყვეტილად, 20–25 წამიანი ინტერვალებით ცალკეულ ულუფებს შორის. მკურნალობის კურსი ოცი დღე.  კურსებს შორის შესვენება რვა დღე. მკურნალობის ხანგრძლივობა 2–დან  5 თვემდე. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია შემანარჩუნებელი მკურნალობის გაგრძელება.

   რევმატიული ანთებითი დაავადებების-ოსტეოართრიტების, მათ  შორის გართულებული ფორმების (რეაქტიული სინოვიტი, ბეიკერის ცისტა, ბურსიტი, ტენდოვაგინიტი) და ხერხემლის  ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ გამოიყენება ფიზიოთერაპიული მეთოდი, კერძოდ ელექტროფორეზი.

 

 

გვერდითი მოვლენები: თერაპიულ დოზებში არატოქსიურია, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები. შესაძლებელია ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ.

 

უკუჩვენება:  მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

 

ბავშვებში:  5 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. 5–12 წლამდე ასაკის ბავშვებში დღიური დოზა შეადგენს 1,0 მლ–ს.

ორსულობა და ლაქტაცია:  უკუჩვენებები არ არის გამოვლენილი.

ჭარბი დოზირება:  გადაჭარბებელი დოზირების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები  არ არის გამოვლენილი.

საფრთხე ავტომანქანის მართვის ან დანადგარებთან მუშაობისას:  პრეპარატის მიღება სიფრთხილეს არ მოითხოვს.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:  „კამელინი-M1“   თავსებადია  ყველა სამკურნალწამლო საშუალებასთან, რომელიც გამოიყენება ზემოთდასახელებული დაავადებების სამკურნალოდ.

 

გამოშვების ფორმა:  2 მლ.  მუქი ფერის  მინის  ამპულა, 10 ამპულა პოლივინილქლორიდის ბლისტერზე, ერთი ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ოთახის ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის  ვადა:  2 წელი.

გაცემისწესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფიIII,  გაიცემა რეცეპტის გარეშე.

Created by MRG Web Studio