"კამელინი - M2" >>>

სავაჭრო დასახელება: კამელინი M2

წამლის ფორმა: კაფსულები
სამკურნალო საშუალება "კამელინი–2" მზადდება განსაკუთრებული
სახეობის თაფლისაგან. მის შემადგენლობაში შედის ფუტკრის ცხოველქმედების ბიოლოგიურად
მაღალააქტიური ნივთიერებები: კეტონები, ეთერები, ბიოორგანული მჟავები, ფენოლენი, ალდეჰიდები,
ფურფუროლი.

აღწერა: კაფსულები ღია – ყავისფერი/ყავისფერი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: იმუნომოდულატორი, ანტიოქსიდანტი.

ფარმაკოლოგიური თვისებები: "კამელინ – M2"–ს გააჩნია იმუნომოდულატორული აქტივობა. იგი
აძლიერებს ჰუმორულ და უჯრედოვან იმუნიტეტს. "კამელინ – M2"–ის ორგანიზმში შეყვანის შედეგად
ხდება iL-1, iL-6 და iL-12 ციტოკინინების გამონთავისუფლება. "კამელინი M2" იღებს მონაწილეობას
უჯრედოვანი იმუნიტეტის განვითარებაში და T - ლიმფოციტურ რეაქციებში, მათ შორის პერიფერიული
ლიმფოციტების მიტოგენეზის გაძლიერებაში, T – ჰელპერებისა და T – ციტოტოქსიური უჯრედების
თანაფარდობის გაზრდაში, მაკროფაგების მიერ მიკროორგანიზმების და სიმსივნური უჯრედების
საწინააღმდეგო მოქმედების გაძლიერებაში და Tc – უჯრედების შემცირებაში. კამელინი ეფექტურია,
როგორც ანტივირუსული, ანტიბაქტერიელი, ანტიოქსიდანტური საშუალება. ახდენს
ანტიპროლიფერაციულ, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს, შემაკავებლად მოქმედებს სიმსივნურ ზრდაზე. "კამელინ– M2" აქტიურად მონაწილეობს ქსოვილების შეხორცებასა და რეპარაციაში,
ხელს უწყობს კოლაგენის ჩალაგებას დაზიანების ადგილას.

ჩვენებები: კაფსულები გამოიყენება როგორც კომპლექსური თერაპიის შემადგენელი ნაწილი, ასევე
დამოუკიდებლად, ყველა იმ შემთხვევაში, როცა საჭიროა იმუნიტეტის მოდულაცია, ორგანოზმის იმუნური
პასუხის მოდიფიკაცია:

- ვირუსული ინფექციები;
– ბაქტერიული ინფექციები;
– სოკოვანი ინფექციები;
– სიმსივნური დაავადებები;
– სახსრების დეგენერაციულ–დისტროფიული დაავადებები;
– პოლინეიროპათიები;
– პოსოპერაციული პერიოდი;
– ტრავმები.

მიღების წესი: კაფსულები მიიღება 3–ჯერ დღეში, საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე წყალთან ერთად.

მკურნალობის კურსი 20 დღე, კურსებს შორის შესვენება 8 დღე. მკურნალობის ხანგრძლივობა 2–5 კურსი
(2–5 თვე), საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია შემანარჩუნებელი მკურნალობის გახანგრძლივება.

გვერდითი ჩვენებები: თერაპიულ დოზებში არატოქსიურია, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები,
შესაძლებელია ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენა სამკურნალო საშუალების
კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენებები: არ არის გამოვლენილი.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: "კამელინ– M2" თავსებადია ყველა სამკურნალო საშუალებასთან,
რომელიც გამოიყენება ზემოთდასახელებული დაავადებების სამკურნალოდ.

გამოშვების ფორმა: "კამელინ– M2" 0,5 გრ კაფსულებში, 30 კაფსულა ერთ შეფუთვაში, 10 კაფსულა
ერთ ბლისტერზე.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.

Created by MRG Web Studio