"კამელინი - M4" >>>

სავაჭრო დასახელება: კამელინი M4
წამლის ფორმა: რექტალურ–ვაგინალური სუპოზიტორიები.
სამკურნალო საშუალება "კამელინი–M4" მზადდება განსაკუთრებული სახეობის თაფლისაგან. მის
შემადგენლობაში შედის ფუტკრის ცხოველქმედების ბიოლოგიურად მაღალააქტიური ნივთიერებები:
კეტონები, ეთერები, ბიოორგანული მჟავები, ფენოლენი, ალდეჰიდები, ფურფუროლი.
აღწერა: რექტალურ–ვაგინალური სანთლები ღია ყავისფერი, 2,0 გრ
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: იმუნომოდულატორი, ანტიოქსიდანტი.
ფარმაკოლოგიური თვისებები: კამელინ – M4–ს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, ანთების
საწინააღმდეგო, იმუნომოდულაციისა და რეპარაციული პროცესების გამაძლიერებელი ეფექტი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, აჩქარებს
რეგენერაციის პროცესებს, აძლიერებს ადგილობრივი იმუნური ბარიერის ფუნქციონირებას.
ჩვენებები: ვაგინალური ინფექციები, მათ შორის ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი გენეზის.
საშვილოსნოს ყელის ანთებითი დაავადებების, საშვილოსნოს ყელის ეროზიები, სწორი ნაწლავის
ნახეთქები, ჰემორეა.
მიღების წესი: მოზრდილებში 1 სანთელი დღეში. 1–2 ჯერ რექტალურად ან ვაგინალურად.
გვერდითი (მოვლენები) ჩვენებები: თერაპიულ დოზებში არატოქსიურია, არ ახასიათებს გვერდითი
მოვლენები, შესაძლებელია ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენა სამკურნალო
საშუალების კომპონენტების მიმართ.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გაფრთხილება: რექტალური გზით სანთლების ხმარებისას, დიდი ზომის ჰემოროიდული კვანძების
არსებობისას, შეიძლება აღინიშნოს ტკივილი სანთლის გაკეთებიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში.
გამოშვების ფორმა: 10 სანთელი ერთ შეფუთვაში "კამელინ– M4" 2,0 გრ
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, (8–15 °C), ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.

Created by MRG Web Studio