"კამელინფლუ" >>>
სავაჭრო დასახელება: კამელინფლუ

წამლის ფორმა: სპრეი.

აღწერა: გამჭვირვალე, ქარვისფერი სითხე, დამახასიათებელი სუნით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო.

ფარმაკოლოგიური თვისებები: კამელინფლუ-ს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. აგრეთვე ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგო მოქმედება.

გამოყენების ჩვენებები: პირის ღრუსა და ყელის ინფექციები:ფარინგიტი (ლარინგიტი, კატარალური ანგინა)
სტომატიტი, წყლულოვანი გინგივიტი. როგორც დამხმარე საშუალება ქრონიკული ტონზილიტის დროს.

მიღების წესი: ფლაკონს იკავებთ ვერტიკალურ მდგომარეობაში და აფრქვევთ პირის ღრუში-ყელში.

მოზრდილებში, ყოველი პროცედურის დროს კეთდება 4 გაფრქვევა,3-6-ჯერ დღე-ღამეში.
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის გახანგრძლივება.

გვერდითი მოვლენები: თერაპიულ დოზებში არატოქსიკურია. არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები. შესაძლებელია ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: კამელინფლუ თავსებადია ყველა სამკურნალო საშუალებასთან, რომელიც გამოიყენება ზემოთდასახელებული დაავადების სამკურნალოდ.
ორსულობა, ლაქტაცია: არ არის შესწავლილი
ზეგავლენა მანქანა-დანადგარებთან მუშაობის დროს: არ ახდენს ზეგავლენას.

ჭარბი დოზირება: გადაჭარბებული დოზირების შემთხვევაში უკუჩვენებები არ არის გამოვლენილი.

გამოშვების ფორმა: "კამელინფლუ" 10.0 მლ ფლაკონში, მოხუფული თავსახურით და ტუმბოთი, რომელშიც მოთავსებულია უჟანგავი ფოლადის ბურთულა, პოლიპროპილენის შემაფრქვევლით.
აგრეთვე მუყაოს კოლოფში მოთავსებულია გამოყენების ინსტრუქცია.

შენახვის პირობები: ინახება ოთახის პირობებში, ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას. ვიზუალურად დათვალიერების შემდეგ აღმოჩენილი რაიმე დეფექტის შემთხვევაში პრეპარატი არ მიიღება.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - (გაიცემა ურეცეპტოდ).
Created by MRG Web Studio