კამელინი  –M4                 

                                                               

წამლის ფორმა:რექტალურ–ვაგინალური სუპოზიტორიები.

შემადგენლობა:„კამელინი - М“ ლიოფილიზატი – 0,07გ,

 ფუძე: ვიტეპსოლი S-58 –  1,6 გ, პოლიეთილენგლიკოლი 100 სტეარატი - 0,33 გ.

სამკურნალო საშუალება  „კამელინი–M4“ მზადდება განსაკუთრებული სახეობის თაფლისაგან. მის შემადგენლობაში შედის ფუტკრის ცხოველქმედების ბიოლოგიურად მაღალაქტიური ნივთიერებები:ალდეჰიდები,  ორგანული მჟავები,  კეტონები, ფენოლები.

 

აღწერა: რექტალურ–ვაგინალური სანთლები ღია ყავისფერი, 2,0 გ.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:  იმუნომოდულატორი, ანტიოქსიდანტი, ანტიმიკრობული.

                                                                                                                                                    

ფარმაკოლოგიური თვისებები: „ კამელინ– M4“–ს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო, იმუნომოდულაციისა  და რეპარაციული პროცესების გამაძლიერებელი ეფექტი.  აჩქარებს რეგენერაციის პროცესებს, აძლიერებს ადგილობრივი იმუნური ბარიერის ფუნქციონირებას.

 

ჩვენებები:  ვაგინალური ინფექციები, მათ შორის ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი გენეზის. საშვილოსნოს ყელის ანთებითი დაავადებები, საშვილოსნოს ყელის ეროზიები, სწორი ნაწლავის ნახეთქები, ჰემოროი,   უროლოგიური დაავადებები (ქრონიკული პროსტატიტი, ქრონიკული ურეთრიტი).

 

მიღების წესი:  მოზრდილებში  1 სანთელი დღეში 1–2 ჯერ რექტალურად ან ვაგინალურად.

გვერდითი მოვლენები: თერაპიულ დოზებში არატოქსიურია, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები.  შესაძლებელია ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენა  სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ.

 

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

 

გაფრთხილება:  რექტალური გზით სანთლის ხმარებისას, დიდი ზომის ჰემოროიდული კვანძების არსებობისას, შეიძლება აღინიშნოს ტკივილი სანთლის გაკეთებიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში.

 

გამოშვების ფორმა:2,0 გ.5 სანთელი პოლიეთილენის კონტურულ ბლისტერში, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

 

შენახვის პირობები:ინახება მშრალ, გრილ (8–15 °C),  ბავშვებისათვის  მიუწვდომელ ადგილას.

 

ვარგისიანობის  ვადა: 2 წელი.

 

გაცემისწესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფიIII,  გაიცემა რეცეპტის გარეშე.