კამელინი –M4
წამლის ფორმა:რექტალურ–ვაგინალური სუპოზიტორიები.
შემადგენლობა:„კამელინი - М4“ ლიოფილიზატი – 0,07გ,
ფუძე: ვიტეპსოლი S-58 – 1,6 გ, პოლიეთილენგლიკოლი 100 სტეარატი - 0,33 გ.
სამკურნალო საშუალება „კამელინი–M4“ მზადდება განსაკუთრებული სახეობის თაფლისაგან. მის შემადგენლობაში შედის ფუტკრის ცხოველქმედების ბიოლოგიურად მაღალაქტიური ნივთიერებები:ალდეჰიდები, ორგანული მჟავები, კეტონები, ფენოლები.
აღწერა: რექტალურ–ვაგინალური სანთლები ღია ყავისფერი, 2,0 გ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: იმუნომოდულატორი, ანტიოქსიდანტი, ანტიმიკრობული.
ფარმაკოლოგიური თვისებები: „ კამელინ– M4“–ს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო, იმუნომოდულაციისა და რეპარაციული პროცესების გამაძლიერებელი ეფექტი. აჩქარებს რეგენერაციის პროცესებს, აძლიერებს ადგილობრივი იმუნური ბარიერის ფუნქციონირებას.
ჩვენებები: ვაგინალური ინფექციები, მათ შორის ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი გენეზის. საშვილოსნოს ყელის ანთებითი დაავადებები, საშვილოსნოს ყელის ეროზიები, სწორი ნაწლავის ნახეთქები, ჰემოროი, უროლოგიური დაავადებები (ქრონიკული პროსტატიტი, ქრონიკული ურეთრიტი).
მიღების წესი: მოზრდილებში 1 სანთელი დღეში 1–2 ჯერ რექტალურად ან ვაგინალურად.
გვერდითი მოვლენები: თერაპიულ დოზებში არატოქსიურია, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები. შესაძლებელია ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გაფრთხილება: რექტალური გზით სანთლის ხმარებისას, დიდი ზომის ჰემოროიდული კვანძების არსებობისას, შეიძლება აღინიშნოს ტკივილი სანთლის გაკეთებიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში.
გამოშვების ფორმა:2,0 გ.5 სანთელი პოლიეთილენის კონტურულ ბლისტერში, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:ინახება მშრალ, გრილ (8–15 °C), ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
გაცემისწესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელის დასახელება და მისამართი: შ.პ.ს. „კამელინი“. საქართველო, თბილისი, ქინძმარაულის ქ. N7.