კამელინფლუ                   

       

სავაჭრო დასახელება: „კამელინფლუ“                                                             

წამლის ფორმა:სპრეი, ადგილობრივი მოქმედების.                                                                                                                 

10 მლ. ფლაკონში. შესხურების 120 დოზა.

1 დოზა შეიცავს  85 მკგ ხსნარს.

შემადგენლობა:  „კამელინი - М“ - 1,5 მლ.  

დამხმარე ნივთიერებები               - 8,5 მლ.

(პოლივინილპიროლიდონი, პოლიეთილენგლიკოლი 400, საინექციო წყალი).

 

აღწერა: გამჭვირვალე, ქარვისფერი სითხე, დამახასიათებელი სუნით.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:  ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:  „კამელინფლუ”- ს  გააჩნია  ანთების საწინააღმდეგო,   ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. აქვს ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგო მოქმედება.  

 

ჩვენებები:  პირის ღრუსა და ყელის ინფექციები: ფარინგიტი, ლარინგიტი, კატარალური ანგინა, სტომატიტი, წყლულოვანი გინგივიტი. როგორც დამხმარე საშუალება - ქრონიკული ტონზილიტის დროს.

 

მიღების წესი:  ფლაკონს იკავებენ  ვერტიკალურ მდგომარეობაში და აფრქვევენ პირის ღრუში/ყელში.

მოზრდილებში, 4 გაფრქვევა, 3-6 ჯერ დღე-ღამეში.  ბავშვებში, 2-3 გაფრქვევა  3-6 ჯერ 24 საათში. მკურნალობის ხანგრძლივობა 5 - 7 დღე. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის გახანგრძლივება.

 

გვერდითი მოვლენები:  თერაპიულ დოზებში არატოქსიურია, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები, შესაძლებელია ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენა  სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ.

 

უკუჩვენებები:  მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

 

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:  „კამელინფლუ“  თავსებადია ყველა სამკურნალო საშუალებასთან, რომელიც გამოიყენება ზემოთდასახელებული დაავადებების სამკურნალოდ.

 

ორსულობა  და ლაქტაცია:  არ არის შესწავლილი.

 

ზეგავლენა მანქანა დანადგარებთან მუშაობის დროს:  არ ახდენს გავლენას.

 

ჭარბი დოზირება:  გადაჭარბებული დოზირების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.

 

გამოშვების ფორმა:  „კამელინფლუ“ 10 მლ. მინის ფლაკონში, მოხუფული თავსახურით და ტუმბოთი,  უჟანგავი ფოლადის ბურთულით და პოლიპროპილენის შემაფრქვევლით. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში  გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.   

შენახვის პირობები:ინახება ოთახის ტემპერატურაზე  ბავშვებისთვის მიუწვდომელ  ადგილას.

 

ვარგისიანობის  ვადა:  2 წელი.

 

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III,  გაიცემა რეცეპტის გარეშე.  

მწარმოებელის დასახელება და მისამართი: შ.პ.ს. „კამელინი“. საქართველო, თბილისი, ქინძმარაულის ქ N7.