სამეცნიერო-ფარმაცევტული კომპანია "კამელინი"
დარეგისტრირდა 2004 წელს და მდებარეობს თბილისში.კომპანიის საქმიანობა მოიცავს: საქართველოში მოპოვებული, ბიოლოგიურად აქტიური,
ბუნებრივი ნაერთების, ფართომაშტაბიან შესწავლას ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით
ფარმაცევტული პრეპარატების და ბიოდანამატების წარმოებას და მათ ფართო დანერგვას მედიცინაში, კოსმეტოლოგიაში და კვების
ინდუსტრიაში.ცნობილმა ექიმმა და მეცნიერმა ბენედიქტე მაღლაკელიძიემ, ორიგინალური მეთოდიკის გამოყენებით, საქართველოს ერთ-ერთ
რეგიონში გავრცელებული თაფლიდან, აქტიური ნივთიერებების გამოყოფით შექმნა უნიკალური სუბსტანცია "კამელინი M"
, რომლის ბაზაზეც ამჟამად იწარმოება წამლის ხუთი ფორმა: "კამელინი-M1"-ამპულები, "კამელინი-M2"- კაფსულები,
"კამელინი-M3"-მალამო, "კამელინი-M4" სანთლები და "კამელინფლუ"-სპრეი.ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნდა
ჩვენი შვილობილი კომპანია Camelyn U.S. Incorporation, რომელმაც ამ ქვეყნის ბაზარზე უკვე დაარეგისტრირა "კამელინის"
კაფსულების ფორმა და პირველი პარტია დამზადებულ იქნა ამერიკულ ფარმაცევტულ საწარმოში
"Kolkhety Honey" (კოლხური თაფლი) სახელწოდებით. ასევე საბერძნეთში დარეგისტრირდა საერთაშორისო
კომპანია "Camelyn International", რომელიც ასევე დაკავდება "კამელინი"-ს ბაზაზე შექმნილი ყველა პროდუქციის
რეალიზაციით მსოფლიო ბაზარზე.