პრეპარატ "კამელინის" შემქმნელი - ბენედიქტე (ძაგული) მაღლაკელიძე (1907-1974)
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, მაღალი სულიერებით, ფიზიკური სილამაზითა და
მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული პიროვნება იყო. "კამელინზე" გამოკვლევები დაწყებულ
იქნა 1950 წ. საქ.სსრ ჯანდ. სამინისტროს ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტში,
აკადემიკოს კ. დ. ერისთავის უშუალო ხელმძღვანელობით, ასევე სისხლის გადასხმის ინსტიტუტში.
ერთდროულად ჩატარებულ იქნა პრეპარატის გამოკვლევები ექსპერიმენტულ სიმსივნეებზე, თბილისის
სამედიცინო ინსტიტუტის პათფიზიოლოგიის კათედრაზე (კათედრის გამგე საქ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი ვ. ვ. ვორონინი),
პროფ. თ. გ. ნათაძის ხელმძღვანელობით. პირველ ეტაპზე ცდები ტარდებოდა სარძევე ჯირკვლების
სპონტანური და გადანერგილი სიმსივნეების მქონე თეთრ თაგვებზე. ამ დაკვირვებათა შედეგად დადგენილ იქნა,
რომ პრეპარატი კამელინი აფერხებს პირველადი სიმსივნეების განვითარებას, ასევე აფერხებს უკვე განვითარებული
სპონტანური ახალწარმონაქმნების განვითარებას. ამ უკანასკნელთა ჰისტომორფოლოგიურმა გამოკვლევებმა გამოავლინა სისხლჩაქცევების
არსებობა სიმსივნის სტრომაში და სიმსივნური უჯრედების ნეკროზი. 2 წლის შემდეგ ექსპერიმენტები გამეორებულ იქნა ლენინგრადში,
ონკოლოგიის ინსტიტუტში, აკად. ლ. მ. შაბადის ლაბორატორიაში. ექსპერიმენტებში გამოყენებულ იქნა ასევე სხვადასხვა ორგანოების კიბოთი დაავადებული ვირთაგვები. ცდის დაწყებისას გამოყოფილ იქნა სპეციალური კომისია, რომელიც ამოწმებდა ცდების
მსვლელობას და მიღებულ შედეგებს, შემდეგი შემადგენლობით: სსრკ მედ. მეცნ. აკადემიის ონკოლოგიის ინსტიტუტის
დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში პროფ. ა. ნ.შანინი, ექსპერიმენტალური ონკოლოგიის ლაბორატორიის გამგე,
სსრკ მედ. მეცნ. აკადემიის ნამდვილი წევრი პროფ. ლ. მ. შაბადი და ადგილობრივი კომიტეტის თავმჯდომარე ე. ა. ვოგნიბოვი.
შემოწმების მონაცემების საფუძველზე კომისია მივიდა შემდეგ დასკვნამდე: გამოსაცდელი პრეპარატი დამთრგუნველ
გავლენას ახდენს სიმსივნურ ზრდაზე. ამ პრეპარატის შეყვანის გავლენით ხდება სიმსივნეების შესამჩნევი შემცირება და სრული გაქრობაც კი.
თითქმის ანალოგიური შედეგები იქნა მიღებული "კამელინი"-ს გამოცდისას ექსპერიმენტული სიმსივნის მოდელზე სსრკ მედ. მეცნ. აკად.
მოსკოვის კიბოს ექსპერიმენტული პათოლოგიისა და თერაპიის ინსტიტუტში. სამუშაოები ტარდებოდა აკად. მ. მ. მაევსკის
ხელმძღვანელობით.ზემოაღნიშნული პრეპარატის გამოცდისა და ექსპერიმენტში მისი არატოქსიკურობის შესწავლის
კვალდაკვალ აკად. კ. დ. ერისთავის წინადადებით, მოხდა პრეპარატ კამელინის სამკურნალო მოქმედების შესწავლა
კლინიკურ პირობებში ავთვისებიანი სიმსივნეების მქონე ავადმყოფებზე. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ავადმყოფს დაავადების
შორსწასული ფორმები ჰქონდა. მათ უმრავლესობას აღენიშნებოდა სიმსივნის რეციდივი მრავალჯერადი ოპერირების შემდეგ.
ავადმყოფთა მძიმე მდგომარეობისა და მათიმკურნალობის დაავადების ტერმინალურ სტადიაზე დაწყების მიუხედავად,
კამელინის მოქმედება ეფექტური აღმოჩნდა. ავადმყოფები დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდნენ
მკურნალობის შემდეგ 1-დან 9 წლამდე ვადით. მართალია, ყველა შემთხვევათა სრული განკურნება ვერ იქნა მიღწეული,
მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის 100% შემთხვევებში მიღწეულ იქნა თერაპევტული ეფექტი: საერთო
მდგომარეობის გაუმჯობესების, ტემპერატურის დაწევის, ტკივილების და პირღებინების გაქრობის სახით,
სისხლის სურათის გაუმჯობესებით, მეტასტაზების ზომების შემცირებით, შრომისუნარიანობის აღდგენითა და სიცოცხლის
გახანგრძლივებით.1965 წელს ქ. მოსკოვში, სსრ კავშირის ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაკოკომიტეტის სამეცნიერო საბჭოს პრეზიდიუმის მიერ პრეპარატს მიენიჭა სახელწოდება "კამელინი" და საქართველოს ჯანდაცვას
დაევალა გამოშვებულიყო, პირველი პარტია, 1 500 000 ამპულა "კამელინი მ1"-ისა და გადაგზავნილიყო მოსკოვის ონკოკლინიკებში.
მაგრამ, საქართველოში, გარკვეული ხელშემშლელი პირობებისა და ავტორის უეცარი გარდაცვალების გამო გარკვეული დროით გადაიწია "კამელინის" მიტანა მომხმარებლამდე.
2004 წლიდან, ბატონი ძაგულის პირად არქივებში დაცულ უზარმაზარ პრაქტიკულ მასალაზე
დაყრდნობით, ამ პრეპარატის უნიკალური თვისებების ახლებური კვლევა გაგრძელდა არა მარტო საქართველოში,
არამედ მსოფლიოს საუკეთესო სამეცნიერო და კლინიკურ ცენტრებში. კვებეკის, მონრეალის, ილინოისის,
ორეგონის, ბერნის, გერმანიის, ინგლისის, რიო-დე-ჟანეიროს, დელის წამყვან სამეცნიერო და კლინიკურ
ცენტრებში დადასტურდა რომ "კამელინი" ნამდვილად უდიდესი პოტენციალის მქონე პრეპარატია,
როგორც ანტიბიო¬ტიკებისადმი მდგრადი ბაქტერიების, ვირუსებისა და სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ,
ასევე გამორჩეულად ეფექტური საშუალებაა სიმსივნის წინააღმდეგ საბრძოლველადაც.