აქვს თუ არა გვერდითი მოვლენები?

გვერდითი მოვლენები არ აქვს ვინაიდან არის ბუნებრივი დაძალზედ სუფთა პრეპარატი.

შეიძლება თუ არა მისი მოხმარება სხვა მედიკამენტებთან ერთად?

შესაძლებელია, თავსებადია ყველა ძირითად მედიკამენტთან

შეიძლება თუ არა კამელინის მოხმარება დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში?

მიუხედავად იმისა, რომ კამელინი თაფლისგან მიღებული პრეპარატია, დიაბეტი არ წარმოადგენს წინააღმდეგჩვენებას, ვინაიდან ბიოქიმიური რეაქციების შედეგად მას გამოცლილი აქვს ნახშირწყლები და ვიტამინები.

შეიძლება თუ არა კამელინის გამოყენება ლორწოვანზე?

რა თქმა უნდა შესაძლებელია, მაგალითად პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სხვადასხვა პათოლოგიების დროს.

ონკოლოგიური დაავადებების დროს, შეიძლება თუ არა ოპერაცია, ქიმიოთერაპია ან სხივური თერაპია ჩანაცვლებული იყოს კამელინით მკურნალობით?

ოკოლოგიური დაავადებების დროს აუცილებელია ჩატარდეს მკურნალობა ყველა საჭირო საშუალებით. მათთან შერწყმული კამელინით მკურნალობა კი აუმჯობესებს დაავადების გამოსავალს და ამცირებს ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის გვერდით მოვლენებს.

შესაძლებელია თუ არა, რომ კამელინი იყოს ფალსიფიცირებული?

პრეპარატის ხუთივე ფორმის როგორც პირველად, ასევე მეორად შეფუთვებს გააჩნიათ ფალსიფიცირებისაგან დაცვის მრავალი კომპონენტი. ამ დრომდე ფალსიფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, მიუხედავად ამისა წამალი ყოველთვის უნდა იქნეს შეძენილი ლიცენზირებულ აფთიაქში.

როგორი შედეგი აქვს კამელინს სახსრების დაავადებების მკურნალობისას?

ოსტეოართროზების დროს კამელინით მკურნალობამ მაღალი ეფექტურობა გამოავლინა, ვინაიდან იგი მდიდარია იმ ბუნებრივი ორგანული მჟავებით, რომლებიც აუცილებელია სახსრების ხრტილოვანი ქსოვილის მშენებლობის პროცესისათვის.

ვირუსული ინფექციებით ხშირად მოავადე ადამიანებმა კამელინის რამდენი კურსი უნდა ჩაიტარონ?

წელიწადში 2 ან 3 კურსი. უმჯობესია კურსების ერთმანეთზე მიყოლება.

შეიძლება თუ არა კამელინით ფრჩხილების სოკოვანი დაავადების მკურნალობა?

შესაძლებელია, მაგრამ უმჯობესია ეტიოტროპულ საშუალებებთან ერთად, უფრო სწრაფი და კარგი ეფექტის მისაღებად.

შეიძლება თუ არა კამელინის მალამოს სახეზე წასმა?

შეიძლება და ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელიც არის. მაგალითად სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული დამწვრობის შემთხვევაში, მათ შორის მზის სხივებით დამწვრობის დროს. ის არამარტო აღადგენს კანის დაზიანებულ უჯრედებს, არამედ აძლიერებს ადგილობრივ იმუნიტეტს, ზრდის კანის ელასტიურობას.

იხმარება თუ არა ბავშვებში?

იხმარება მალამო და კაფსულები. პირის ღრუს ინფექციების დროს კი კამელინფლუ.