კამელინი–M2
წამლის ფორმა:კაფსულები
შემადგენლობა: „კამელინი - М”ლიოფილიზატი – 0,0546გ.
მიკროკრისტალური ცელულოზა – 0,1981g.
პოლივინილპიროლიდონი –0,0073g.
სამკურნალო საშუალება „კამელინი–M2“ მზადდება განსაკუთრებული სახეობის თაფლისაგან. მის შემადგენლობაში შედის ფუტკრის ცხოველქმედების ბიოლოგიურად მაღალაქტიური ნივთიერებები:ალდეჰიდები, ორგანული მჟავები, ფენოლები, კეტონები.
აღწერა: კაფსულის შიგთავსი ყვითელი ფერის გრანულებია, დამახასიათებელი არომატული სუნით და სპეციფიური გემოთი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: იმუნომოდულატორი, ანტიოქსიდანტი, ანტიმიკრობული.
ფარმაკოლოგიური თვისებები: „კამელინ – M2“–ს გააჩნია იმუნომოდულატორული აქტივობა. იგი აძლიერებს ჰუმორულ და უჯრედოვან იმუნიტეტს. „კამელინ – M2“–ის ორგანიზმში შეღწევის შედეგად ხდება iL-1, iL-6 და iL-12 ციტოკინინების გამონთავისუფლება. „კამელინი – M2“ იღებს მონაწილეობას უჯრედოვანი იმუნიტეტის განვითარებაში და T- ლიმფოციტურ რეაქციებში, მათ შორის პერიფერიული ლიმფოციტების მიტოგენეზის გაძლიერებაში, T – ჰელპერებისა და T –ციტოტოქსიური უჯრედების თანაფარდობის გაზრდაში, მაკროფაგების მიერ მიკროორგანიზმების და სიმსივნური უჯრედების საწინააღმდეგო მოქმედების გაძლიერებაში და Tc – უჯრედების შემცირებაში ( in vitro და in vivo ექპერიმენტებში). „კამელინი – M2“ ეფექტურია, როგორც ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, ანტიოქსიდანტური საშუალება. ახდენს ანტიპროლიფერაციულ, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს, შემაკავებლად მოქმედებს სიმსივნურ ზრდაზე (in vitro ექპერიმენტში). „კამელინი – M2“ აქტიურად მონაწილეობს ქსოვილების შეხორცებასა და რეპარაციაში, ხელს უწყობს კოლაგენის ჩალაგებას დაზიანების ადგილას.
ჩვენებები: „კამელინი– M2“ კაფსულები გამოიყენება როგორც იმუნომოდულატორი კომპლექსური თერაპიის დროს ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში: ვირუსული ინფექციების, ბაქტერიული ინფექციების, სოკოვანი ინფექციების, უროლოგიური დაავადებების (ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი, ქრონიკული ურეთრიტი); სიმსივნური დაავადებების (ქიმიოთერაპიული საშუალებებით გამოწვეული გვერდითი ეფექტების შემცირების თვალსაზრისით), ოსტეოართრიტის, ხერხემლის ოსტეოქონდროზის, სახსრების დეგენერაციულ–დისტროფიული დაავადებების, პოლინეიროპათიების, პოსტოპერაციული პერიოდის, ტრამვების და სხვა დაავადებების დროს.
მიღების წესი: კაფსულები მიიღება 3–ჯერ დღეში, საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე წყალთან ერთად.
მკურნალობის კურსი 20 დღე, კურსებს შორის შესვენება 8 დღე. მკურნალობის ხანგრძლივობა 2–5 კურსი (2–5 თვე), საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია შემანარჩუნებელი მკურნალობის გაგრძელება.
გვერდითი მოვლენები: თერაპიულ დოზებში არატოქსიურია, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები, შესაძლებელია ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
ბავშვებში: 5წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
ორსულობა და ლაქტაცია:უკუჩვენებები არ არის გამოვლენილი.
ჭარბიდოზირება:გადაჭარბებული დოზირების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ არის გამოვლენილი.
სიფრთხილეავტომანქანისმართვისანდანადგარებთანმუშაობისას: პრეპარატის მიღება სიფრთხილეს არ მოითხოვს.
ურთიერთქმედებასხვაპრეპარატებთან:„კამელინი – M2“თავსებადია ყველა სამკურნალო საშუალებასთან, რომელიც გამოიყენება ზემოთ დასახელებული დაავადებების სამკურნალოდ.
გამოშვებისფორმა: „კამელინი – M2“ კაფსულებში, 30 კაფსულაერთშეფუთვაში, 10 კაფსულაერთბლისტერზე.
შენახვისპირობები: ინახებამშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
გაცემისწესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელის დასახელება და მისამართი: შ.პ.ს. „კამელინი“. საქართველო, თბილისი, ქინძმარაულის ქ. N7.