„კამელინი  –M3                      

                                      

წამლის ფორმა:მალამო

შემადგენლობა:  „კამელინი - М“ლიოფილიზატი                                         -  0.25 გ.

მალამოს ფუძე:KWH PHARMA ( Isopropil palmalate, Polyglycerineester, PLW ) - 24,75გ. 

სამკურნალო საშუალება „კამელინი - M3“ მზადდება განსაკუთრებული სახეობის თაფლისაგან. მის შემადგენლობაში შედის  ფუტკრის ცხოველქმედების  ბიოლოგიურად მაღალაქტიური ნივთიერებები: ალდეჰიდები, ორგანული მჟავები, ფენოლები, კეტონები.

 

აღწერა: მოყვითალო ფერის  მალამო.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები: „კამელინ -M3“–ს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, მარეგენერირებელი, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ააქტივებს იმუნიტეტს, აჩქარებს შეხორცების პროცესს.

 

ჩვენებები: კანის, რბილი ქსოვილების ჩირქოვანი და ხანგრძლივად შეუხორცებელი ჭრილობები, ტროფიკული წყლულები, ფურუნკული, პანარიციუმი, ნაწოლები. სახსრების რევმატიული დაავადებები,  ოსტეოართრიტები, ხერხემლის ოსტეოქონდროზი.

 

გამოყენების წესი:მალამო თხელ ფენად ისმევა დაზიანებულ უბანზე (ზედაპირზე), შესაძლებელია დოლბანდიანი ნახვევის გაკეთება. მალამოს აპლიკაცია ხდება დღეში 2–3 –ჯერ. მკურნალობის ვადა განისაზღვრება ჩვენებების მიხედვით. რევმატიული ანთებითი დაავადებების, ოსტეართრიტების, მათ შორის გართულებული ფორმების (რეაქტიული სინოვიტი, ბეიკერის ცისტა, ბურსიტი, ტენდოვაგინიტი) და ხერხემლის ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ გამოიყენება ფიზიოთერაპიული მეთოდი, კერძოდ ულტრაფონოფორეზი.

ჭარბი დოზირება:გადაჭარბებული დოზირების შემთხვევაში გვერდითი ეფექტები არ არის გამოვლენილი.

 

გვერდითი მოვლენები: არ აღინიშნება.

უკუჩვენებები: არ არის გამოვლენილი.       

 

გამოშვების ფორმა:მალამო 25.0გ. ტუბებში.

 

შენახვის პირობები:ინახება მშრალ, გრილ, ბვშვებისათვის  მიუწვდომელ ადგილას.

 

ვარგისიანობის  ვადა: 2 წელი.

 

გაცემისწესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III,  გაიცემა რეცეპტის გარეშე. 

მწარმოებელის დასახელება და მისამართი: შ.პ.ს. „კამელინი“. საქართველო, თბილისი, ქინძმარაულის ქ. N7.