კამელინი–M2  

                                                     

წამლის ფორმა:კაფსულები

შემადგენლობა:  „კამელინი - М”ლიოფილიზატი   –  0,0546გ.

მიკროკრისტალური    ცელულოზა                             –  0,1981g.                             

პოლივინილპიროლიდონი                                           –0,0073g.

სამკურნალო საშუალება „კამელინი–M2“ მზადდება განსაკუთრებული სახეობის თაფლისაგან. მის შემადგენლობაში შედის ფუტკრის ცხოველქმედების ბიოლოგიურად მაღალაქტიური ნივთიერებები:ალდეჰიდები, ორგანული მჟავები, ფენოლები, კეტონები.

აღწერა: კაფსულის შიგთავსი ყვითელი ფერის გრანულებია,  დამახასიათებელი არომატული სუნით და სპეციფიური გემოთი.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:  იმუნომოდულატორი, ანტიოქსიდანტი, ანტიმიკრობული.

ფარმაკოლოგიური თვისებები: „კამელინ – M2“–ს გააჩნია იმუნომოდულატორული აქტივობა. იგი აძლიერებს ჰუმორულ და უჯრედოვან იმუნიტეტს. „კამელინ – M2“–ის ორგანიზმში შეღწევის შედეგად ხდება iL-1, iL-6 და iL-12 ციტოკინინების გამონთავისუფლება. „კამელინი – M2“ იღებს მონაწილეობას უჯრედოვანი იმუნიტეტის განვითარებაში და T- ლიმფოციტურ რეაქციებში, მათ შორის პერიფერიული ლიმფოციტების მიტოგენეზის გაძლიერებაში, T – ჰელპერებისა და T –ციტოტოქსიური უჯრედების თანაფარდობის გაზრდაში, მაკროფაგების მიერ მიკროორგანიზმების და სიმსივნური უჯრედების საწინააღმდეგო მოქმედების გაძლიერებაში და Tc – უჯრედების შემცირებაში ( in vitro და in vivo ექპერიმენტებში). „კამელინი – M2“ ეფექტურია, როგორც ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, ანტიოქსიდანტური საშუალება. ახდენს ანტიპროლიფერაციულ, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს, შემაკავებლად მოქმედებს სიმსივნურ ზრდაზე (in vitro ექპერიმენტში). „კამელინი – M2“ აქტიურად მონაწილეობს ქსოვილების შეხორცებასა და რეპარაციაში, ხელს უწყობს კოლაგენის ჩალაგებას დაზიანების ადგილას.

ჩვენებები: „კამელინი– M2“ კაფსულები გამოიყენება როგორც იმუნომოდულატორი კომპლექსური თერაპიის დროს ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში: ვირუსული ინფექციების, ბაქტერიული ინფექციების, სოკოვანი ინფექციების, უროლოგიური დაავადებების (ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი, ქრონიკული ურეთრიტი); სიმსივნური დაავადებების (ქიმიოთერაპიული საშუალებებით გამოწვეული გვერდითი ეფექტების შემცირების თვალსაზრისით), ოსტეოართრიტის, ხერხემლის ოსტეოქონდროზის, სახსრების დეგენერაციულ–დისტროფიული დაავადებების, პოლინეიროპათიების, პოსტოპერაციული პერიოდის, ტრამვების და სხვა დაავადებების დროს.

 

მიღების წესი:  კაფსულები მიიღება 3–ჯერ დღეში, საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე წყალთან ერთად.

მკურნალობის კურსი 20 დღე, კურსებს შორის შესვენება 8 დღე. მკურნალობის ხანგრძლივობა 2–5 კურსი (2–5 თვე), საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია  შემანარჩუნებელი მკურნალობის გაგრძელება.

 

გვერდითი მოვლენები:  თერაპიულ დოზებში არატოქსიურია, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები, შესაძლებელია ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის  გამოვლენა სამკურნალო საშუალების  კომპონენტების მიმართ.

 

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

 

 

ბავშვებში:  5წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

 

ორსულობა და  ლაქტაცია:უკუჩვენებები არ არის გამოვლენილი.

 

ჭარბიდოზირება:გადაჭარბებული დოზირების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ არის გამოვლენილი.

 

სიფრთხილეავტომანქანისმართვისანდანადგარებთანმუშაობისას:  პრეპარატის მიღება სიფრთხილეს არ  მოითხოვს.

 

ურთიერთქმედებასხვაპრეპარატებთან:„კამელინი – M2“თავსებადია ყველა სამკურნალო საშუალებასთან, რომელიც გამოიყენება ზემოთ დასახელებული დაავადებების სამკურნალოდ.

 

გამოშვებისფორმა„კამელინი – M2“  კაფსულებში, 30 კაფსულაერთშეფუთვაში, 10 კაფსულაერთბლისტერზე.

 

შენახვისპირობები: ინახებამშრალ, გრილ, ბავშვებისათვის  მიუწვდომელადგილას.

 

ვარგისიანობის  ვადა: 3 წელი.

 

გაცემისწესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III,  გაიცემა რეცეპტის გარეშე. 

მწარმოებელის დასახელება და მისამართი: შ.პ.ს. „კამელინი“. საქართველო, თბილისი, ქინძმარაულის ქ. N7.