კამელინი –M1
წამლის ფორმა: ამპულები
შემადგენლობა: „კამელინი- M“ ლიოფილიზატი-0.07 გ, პოლიეთილენგლიკოლი 400 -0,6 გ, საინექციო წყალი- 1,33გ.
სამკურნალო საშუალება „ კამელინი –M1“ მზადდება განსაკუთრებული სახეობის თაფლისაგან. მის შემადგენლობაში შედის ფუტკრის ცხოველქმედების ბიოლოგიურად მაღალაქტიური ნივთიერებები: ალდეჰიდები, ორგანული მჟავები, ფენოლები, კეტონები.
აღწერა: საინექციო ხსნარი, ქარვის ფერი, 2.0 მლ. ამპულებში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: იმუნომოდულატორი, ანტიოქსიდანტი,ანტიმიკრობული.
ფარმაკოლოგიური თვისებები:„ „ კამელინ - M1“ –ს გააჩნია იმუნომოდულატორული აქტივობა. იგი აძლიერებს ჰუმორულ და უჯრედოვან იმუნიტეტს. „კამელინი-M1“-ის ორგანიზმში შეყვანის შედეგად ხდება iL-1, iL-6 და iL-12 ციტოკინინების გამონთავისუფლება. „ კამელინი - M1“ იღებს მონაწილეობას უჯრედოვანი იმუნიტეტის განვითარებაში და T- ლიმფოციტურ რეაქციებში, მათ შორის პერიფერიული ლიმფოციტების მიტოგენეზის გაძლიერებაში, T – ჰელპერებისა და T –ციტოტოქსიური უჯრედების თანაფარდობის გაზრდაში, მაკროფაგების მიერ მიკროორგანიზმების და სიმსივნური უჯრედების საწინააღმდეგო მოქმედების გაძლიერებაში და Tc – უჯრედების შემცირებაში (in vitro და in vivo ექსპერიმენტებში). „კამელინი - M1” ეფექტურია, როგორც ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, ანტიოქსიდანტური საშუალება. ახდენს ანტიპროლიფერაციულ, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს. შემაკავებლად მოქმედებს სიმსივნურ ზრდაზე (in vitro ექსპერიმენტებში). „კამელინი-M1” აქტიურად მონაწილეობს ქსოვილების შეხორცებასა და რეპარაციაში, ხელს უწყობს კოლაგენის ჩალაგებას დაზიანების ადგილას.
დანიშნულება:კამელინის საინექციო ფორმა , გამოიყენება როგორც იმუნომოდულატორი კომპლექსური თერაპიის დროს ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში: ვირუსული ინფექციების, ბაქტერიული ინფექციების, სოკოვანი ინფექციების, უროლოგიური დაავადებების (ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი, ქრონიკული ურეტრიტი), სიმსივნური დაავადებების მკურნალობის დროს ქიმიოთერაპიული საშუალებებით გამოწვეული გვერდითი ეფექტების შემცირების თვალსაზრისით, ოსტეოართრიტის, ხერხემლის ოსტეოქონდროზის, სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების, პოლინეიროპათიების, პოსტოპერაციული პერიოდის, ტრავმების, ტუბერკულოზური პლევრიტის (ემპიემა) და სხვა დაავადებების დროს.
მიღების წესი:პრეპარატის 2.0 მლ კეთდება დღეში ორჯერ ინტრამუსკულარულად, დილით და საღამოს. „კამელინი - M1„ შეგვყავს ღრმად დუნდულო კუნთში ნელი ტემპით, წყვეტილად, 20–25 წამიანი ინტერვალებით ცალკეულ ულუფებს შორის. მკურნალობის კურსი ოცი დღე. კურსებს შორის შესვენება რვა დღე. მკურნალობის ხანგრძლივობა 2–დან 5 თვემდე. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია შემანარჩუნებელი მკურნალობის გაგრძელება. რევმატიული ანთებითი დაავადებების-ოსტეოართრიტების, მათ შორის გართულებული ფორმების (რეაქტიული სინოვიტი, ბეიკერის ცისტა, ბურსიტი, ტენდოვაგინიტი) და ხერხემლის ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ გამოიყენება ფიზიოთერაპიული მეთოდი, კერძოდ ელექტროფორეზი.
გვერდითი მოვლენები: თერაპიულ დოზებში არატოქსიურია, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები. შესაძლებელია ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
ბავშვებში: 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. 5–12 წლამდე ასაკის ბავშვებში დღიური დოზა შეადგენს 1,0 მლ–ს.
ორსულობა და ლაქტაცია: უკუჩვენებები არ არის გამოვლენილი.
ჭარბი დოზირება: გადაჭარბებელი დოზირების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ არის გამოვლენილი.
საფრთხე ავტომანქანის მართვის ან დანადგარებთან მუშაობისას: პრეპარატის მიღება სიფრთხილეს არ მოითხოვს.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: „კამელინი-M1“ თავსებადია ყველა სამკურნალწამლო საშუალებასთან, რომელიც გამოიყენება ზემოთდასახელებული დაავადებების სამკურნალოდ.
გამოშვების ფორმა: 2 მლ. მუქი ფერის მინის ამპულა, 10 ამპულა პოლივინილქლორიდის ბლისტერზე, ერთი ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ოთახის ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
გაცემისწესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებლის დასახელება და მისამართი: შ.პ.ს. „კამელინი“. საქართველო, თბილისი, ქინძმარაულის ქ. N7